01:57 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 09:41:00, 709 ნახვა

მსოფლიო
CNN - ჯო ბაიდენი ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად კონგრესს მიმართავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 20 ოქტომბერს კონგრესში სპეციალურ მოთხოვნას გაგზავნის, რომელიც ისრაელისა და უკრაინისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას გულისხმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ფინანსირებას მოხმარდება, რათა ქვეყანამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორების, მათ შორის ისრაელის და უკრაინის მხარდაჭერა შეძლოს.

"ეს არის რაციონალური ინვესტიცია, რომელიც ამერიკულ უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში დივიდენდებს მოუტანს. დაგვეხმარეთ, დავიცვათ ამერიკული ჯარი საფრთხისგან. დაგვეხმარეთ, ავაშენოთ უფრო უსაფრთხო, მშვიდობიანი და წარმატებული მსოფლიო ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics