|
2023-10-20 09:27:07, 592 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკავშირის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს ასრულებს
ბოლო ორ თვეში იყო მინიმუმ სამი საერთაშორისო შეფასება, სადაც საქართველოს პროგრესი დადებითად არის შეფასებული. ეს იყო, ბიუჯეტთან მიმართებით, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით და ახლა ეს არის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. რამე კომენტარი გინახავთ ამ საკითხებზე ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ხმამაღლა აკრიტიკებენ თავის ქვეყანას? ჩუმად არიან, იმიტომ, რომ წინააღმდეგობაში მოდის ეს ყველაფერი მათ ბრალდებებთან,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო, ჯამში, ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს, რეადმისის მიმართულებით მუშაობს, პოლიციის ატაშეები ათზე მეტ ქვეყანაში გაგზავნა, საქართველოს დოკუმენტები, ანუ პასპორტი უსაფრთხოებით უფრო მაღალი დონის არის და სწორად კონტროლდება, სამსახურები - საზღვარი, საბაჟო დღეს ბევრად უფრო ძლიერად და კომპეტენტურად მუშაობენ, ვიდრე წარსულში. „შეხედეთ, როგორი მატყუარა და უაპასუხისმგებლო რადიკალური ოპოზიცია ჰყავს პარლამენტში საქართველოს. ხალხს არწმუნებდნენ მთელი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის, ჩამოიშალა, ეკონომიკა განადგურდა, საქართველო დაშორდა ევროპას, ქვეყანა გაღარიბდა და ერთი კვირის წინ პარლამენტში მოვიდნენ, რიხიანად მსჯელობდნენ გაზრდილი ბიუჯეტი რაში უნდა დახარჯოს ქვეყანამ. მე მათ დავუსვი კითხვა - თუ ყველაფერი უკან მიდის, ჩამოიქცა და განადგურდა, მაშინ, როგორ გჯერათ, როგორ ხსნით, რომ ბიუჯეტი გაიზარდა და მერე არ გრცხვენიათ, რომ მოდიხართ აქ და ბიუჯეტი რაში დავხარჯოთ მაგაზე მსჯელობთ? ხმა ვერ ამოიღეს, პასუხი არ მომისმენია, მაგრამ სახეზე ვუყურებდი მათ რეაქციებს. ახლა ამბობენ იგივეს, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპას, არ ასრულებს ევროპის მოთხოვნებს და აგერ, ევროპული ანგარიში გამოდის, სადაც ნათქვამია რომ საქართველო, ჯამში, ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს. რა წერია იქ და რას უკავშირდება ეს თემა, ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია ისევ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებთან. ამ ანგარიშში წერია, რომ რეადმისის მიმართულებით საქართველო კარგად მუშაობს, წერია, რომ პოლიციის ატაშეები ათზე მეტ ქვეყანაში საქართველომ გამოგზავნა და კარგი თანამშრომლობა გვაქვს მათთანო, წერია, რომ საქართველოს დოკუმენტები, ანუ პასპორტი უსაფრთხოებით უფრო მაღალი დონის არისო და სწორად კონტროლდებაო და წერია, რომ სამსახურები - საზღვარი, საბაჟო მუშაობენ დღეს ბევრად უფრო ძლიერად და კომპეტენტურად, ვიდრე წარსულში“,- განაცხადა თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)