23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 12:10:21, 637 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ახალი პარკი მოეწყობა


დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე  კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიას აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება დაავალა. 

„საუბარია ორ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა იქ შესაძლებელია ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცის, პარკის მოწყობა. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

მისივე თქმით, ტერიტორიის განაშენიანების იდეა საბურთალოს რაიონის გამგებელს გიზო ვასაძეს ეკუთვნის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics