23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 12:02:40, 466 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილის დასახლებაში კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქუჩის N18-ში 3-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, 10-სართულიანი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიად შპს „ბიქეი კონსთრაქშენი“ გამოცხადდა.

„ამჟამად, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დასრულებულია. მომდევნო ეტაპზე, პერიმეტრის დახიმინჯება და ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი. ოჯახებს, რომლებიც ქირით ჰყავს მუნიციპალიტეტს გაყვანილი, დავაბრუნებთ გარემონტებულ, თანამედროვე საცხოვრებელ სახლებში. ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსში გარემონტებული ბინა 29 ოჯახს გადაეცემა“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics