23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 10:04:56, 581 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა - EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციას მომავალ წელს საქართველო უმასპინძლებს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება, საქართველოს EPTA-ს 2024 წლის თავმჯდომარე ქვეყნად არჩევის შესახებ, ტალინში გამართულ EPTA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღეს. 

"EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics