23:41 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 17:04:36, 596 ნახვა

საზოგადოება
ბურჭულაძე - აშშ-თან თანამშრომლობა ყოველწლიურად იზრდება და ძლიერდება

საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვის უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო, მრავალმხრივ, განგრძობით თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ურთიერთნდობასა და ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება.

თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, აშშ-ის მხრიდან გაწეული პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერა მიმოიხილა, ახლო მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

„ეს არის პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლის გამოცდილებასა და წესებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის ერთგულებას ემყარება. გასულ წელს, აშშ-დან დაახლოებით 68 მილიონი ამერიკული დოლარის დახმარება მივიღეთ. წელსაც ანალოგიურ დახმარებას მივიღებთ. ეს ტენდენცია და ზოგადად, გრანტის სახით დაფინანსების ტენდენცია არის მზარდი, იმდენად მზარდი, რომ რამდენიმე მათგანი, მაგ. EPF, გერმანიის გრანტები, რომელიც უპრეცედენტოა, აქამდე არ ყოფილა და ბოლო რამდენიმე წელია, რაც აღნიშნული დახმარებები მივიღეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სფეროს კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, რომელთა განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში აშშ არის ჩართული.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაცია; აქტიურად გრძელდება კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით თანამშრომლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით”,- დასძინა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics