14:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:31:46, 1070 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო

„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. სკრინინგის მიზანია ჯანმრთელი, ასიმპტომური პოპულაციის გამოკვლევა და ცვლილებების ადრეული აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო.

"სახელმწიფო პროგრამით დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან 36-მა ქალმა ისარგებლა.

საქართველოში მოქმედებს "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის" სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები მიზნობრივ პოპულაციებში. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.

ვრცლად "ვარდისფერი ოქტომბრის" შესახებ ინფორმაციას გაეცანით https://shorturl.at/nqxFH",- აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics