|
2023-10-11 12:10:06, 1105 ნახვა
რეგიონი
კასპის მერი სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ. "სკვერი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ეწყობა. პროექტს ი/მ „ნინო ჯუხარიძე“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 39 892 ლარია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დეკორატიული კედლის, გარე წყალსადენის და კანალიზაციის ქსელის, გარე განათების, სასმელი წყლის „სოკოს“ მოწყობა. დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სკვერის ბილიკები, დამონტაჟდება სკამები და ნარჩენის ურნები. დაირგვება ნარგავები და გამწვანდება სკვერის ტერიტორია",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)