|
2023-10-10 14:11:21, 679 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Product Community-ის ღონისძიება გაიმართა
„საქართველოს ბანკი“ როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების პარტნირობას და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და Product Community-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია - ProdAct Conference 2023 - HOW? ჩატარდა. ProdAct Conference 2023 - ზე 30 - მდე საერთაშორისო სპიკერი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა: Google, Spotify, Stanford, Miro, „საქართველოს ბანკი“ და სხვ. წამყვანი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს გაუზიარეს ცოდნა პროდუქტის მენეჯმენტსა და ყველა იმ რგოლზე, რაც პროდუქტის შექმნისთვისაა საჭირო. ასევე განიხილეს Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა და იმსჯელეს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრულ ტრანსფორმაციაში. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა სტარტაპებისთვის განკუთვნილ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მათ ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს საკუთარი იდეები წარუდგინეს. კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ „საქართველოს ბანკის| Digital Cluster Product Owner - ლუკა ქობალია, რომელმაც ისაუბრა - Banking on innovation : The Story Behind Georgia’s Top Digital App და „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან გომშიაშვილი, რომელმაც ისაუბრა - A journey of integration: 20 awards One Bank, One Vision. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია. „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. „საქართველოს ბანკის“ სპიკერებმა ისაუბრეს ბანკის გამოცდილებაზე, თუ როგორ შეიქმნა ის პროდუქტები თუ ინტეგრაციები, რომლის მეშვეობითაც ბანკმა Global Finance-ის 20 პრესტიჟული ჯილდო მიიღო. სპიკერებმა საზოგადოებას ასევე გაუზიარეს ის გამოწვევები, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესში გადალახეს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ რათა შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, რაც საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)