12:14 - 28 Jul, 2026
|
2023-10-08 13:48:22, 2473 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება ჩატარდა
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. "დასკვნით ფაზაში „ალფა“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა, სნაიპერთა ჯგუფმა და საინჟინრო ასეულმა. გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)