06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 12:33:28, 594 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომმა დაარსებიდან 36 წელი აღნიშნა

ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდი დიღმის 36 წლის იუბილე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საიუბილეო ღონისძიება, რომელიც სამ ლოკაციაზე ჩატარდა საბავშვო-გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა. 

"ღონისძიების ფარგლებში, საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების, სკოლის მოსწავლეების  და საბავშვო სტუდიების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.

წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა, მათ შორის საპნის ბუშტების და  ქიმიური ექსპერიმენტების შოუ.

სკვერებში მოეწყო სპეციალური კუთხეები, სადაც მათ ხატვა და ძერწვა შეეძლოთ, ასევე, მოეწყო ფოტო ზონა, მეზღაპრის კუთხე, წყალზე ხატვა და გასაბერი საბავშვო ატრაქციონები.   

გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლებიც. სტუმრების განწყობაზე ზღაპრების გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ. 

საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოპულარული ქართული ჯგუფები და  მომღერლები. დიდი დიღმის საიუბილეო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. 

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე დაესწრნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics