11:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 11:15:48, 758 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა ჰამასის დაზვერვის ხელმძღვანელობაზე და მათ შტაბზე

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, მისი სამხედრო თვითმფრინავები თავს დაესხნენ "ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელობას და მათ შტაბს". - ამ თავდასხმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

შაბათს პალესტინელი ბოევიკების მიერ ისრაელის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ დარტყმებს ღაზას სექტორში, სხვადასხვა სამიზნეებზე.

ჰამასის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 250 პალესტინელი დაიღუპა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურების მოპოვება შეუძლებელია.

BBC-ის კორესპონდენტი ღაზაში იტყობინება, რომ ქალაქ ღაზაში აფეთქებების ხმები არ წყდება.

ამასთან აშშ-ში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პალესტინელმა ბოევიკებმა, რომლებიც ისრაელში შეიჭრნენ, ათობით მძევალი აიყვანეს, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირი.

მათი ოფიციალური რაოდენობა უცნობია, მაგრამ ისრაელის საელჩო შეერთებულ შტატებში იტყობინება, რომ სულ მცირე ტყვედ ასამდე მოქალაქე ჰყავთ ტერორისტებს. 

სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე საელჩო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიღუპა 300-ზე მეტი ისრაელი და დაშავდა მინიმუმ 1800.

ისრაელის ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერ არ მომხდარა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics