12:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 17:37:14, 703 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გრანადაში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთის პრემიერთან შეხვედრისას სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მდგომარეობა განიხილეს.

"სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან პირველი შეხვედრის დროს განვიხილეთ უსაფრთხოების ვითარება სამხრეთ კავკასიაში. უკრაინა დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობითა და ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებით. ასევე, განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რეგიონთაშორისი ეკონომიკური პროექტები",- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics