13:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 16:42:33, 740 ნახვა

პოლიტიკა
სტეფანჩუკი - ომი არ დაწყებულა 24 თებერვალს - გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო, ამ ომების მიზანია, კრემლმა ყოფილი იმპერია აღადგინოს

ომი არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, - ამის შესახებ უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მონაწილეობს.

სტეფანჩუკის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ომის მიზანია, რომ ნებისმიერ ფასად ყოფილი იმპერია აღადგინოს.

„[ომი] არ დაწყებულა გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციით, ის არც 2014 წელს დაწყებულა, როდესაც უკრაინის ყირიმის და დონბასის ოკუპაცია მოხდა. მოდი, გავიხსენოთ მოლდოვა, საქართველო. მოდი, გავაანალიზოთ ყველა არასტაბილურობა, კონფრონტაცია, პროვოკაცია იმ ქვეყნებში, რომლებაც მოსკოვისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

მოდი, განვიხილოთ თითქმის 10-წლიანი ომი უკრაინაში. ყველა ეს ომი, მთელი ეს ბოროტება ერთი ბუნებისაა და მათი ინიციატორები მისდევენ ერთ მიზანს – ეს არის კრემლის რეჟიმის პათოლოგიური სურვილი, ნებისმიერ ფასად აღადგინოს ყოფილი იმპერია“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics