10:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 15:49:41, 776 ნახვა

საზოგადოება
ქართული რაგბის მხარდასაჭერად „თიბისი“ 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება. "თიბისი", როგორც ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი, მათ განსაკუთრებით გულშემატკივრობს და სხვადასხვა ქალაქში მატჩების ღია ჩვენებებს მართავს. პირველი მატჩის ღია ჩვენება თბილისში უკვე შედგა, მომდევნო თამაშზე კი ეროვნული ნაკრების გამხნევებას გულშემატკივრები ქუთაისში "თიბისის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე შეძლებენ.

სპორტის მოყვარულებს ეროვნული გუნდის გამხნევებისა და გულშემატკივრობის შესაძლებლობა "თიბისის" ფან-ზონებიდან ექნებათ. 30 სექტემბერს რიგით მეორე ღია ჩვენება ჩატარდება - ქუთაისში, 100 საფეხურიან კიბესთან. ფიჯი vs საქართველოს მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აუდიტორიას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი სთავაზობს.

ადგილზე ნებისმიერი ასაკის გულშემატკივარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის ჩვენებაზე დასწრების გარდა, სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და არასპორტულ აქტივობებში ჩართვას შეძლებს. დიდი ეკრანი, რაგბის კუთხე, კვების ობიექტები და სათამაშო სივრცეები გულშემატკივრებისთვის მატჩამდე ორი საათით ადრე, "თიბისის" ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი.

თარიღი & დრო: 30 სექტემბერი, 19:45 საათი

ლოკაცია: ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი 1, 100 საფეხურიანი კიბე

თამაში: ფიჯი vs საქართველო

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე. #ერთადგავიმარჯვებთ

ღონისძიების მხარდამჭერები: ქუთაისის მერია, საქართველოს პირველი არხი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics