12:39 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-23 11:06:19, 1024 ნახვა

საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს, ნიკოლას სენდეროვიჩს შეხვდა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლას სენდეროვიჩს საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

„ევროკავშირი უკვე მრავალი წელია საქართველოს მხარდამჭერია, რასაც განსაკუთრებულად ვაფასებთ. ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ - საქართველომ უკვე მიიღო ევროპული პერსპექტივა და იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადავდგით, ვიმედოვნებთ, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მივიღებთ. გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება გამოწვევები. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მკაფიოდ აისახა ევროკომისიის წინაშე წარდგენილ ანგარიშში; აქტიურად ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად; ამ პროცესში ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.  

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების განხორციელების საქმეში. 

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. 

საუბარი შეეხო ნარჩენების მართვას, სამრეწველო ემისიებს, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯებს, რადიაციულ და ბირთვულ უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიან კონცეფციას, გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებს, ასევე, სურსათის უვნებლობას, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics