22:40 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 10:25:21, 831 ნახვა

პოლიტიკა
ოლივერ ვარჰეი - საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა

საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა,- აღნიშნულის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

ვარჰეის თქმით, ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. 

"საქართველოს მთავრობამ 12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა. ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ანგარიში ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ. რასაც ვხედავთ ისაა, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატის სტატუსის მიღება.

ვფიქრობ, ნათელია, რა ვითარებაა საქართველოსთვის, რომ გახდეს კანდიდატი ქვეყანა. გასულ წელს, ევროპულმა საბჭომ საკმაოდ მკაფიო პირობები დაადგინა. ვიმედოვნებ, საქართველო შეასრულებს პირობებს და პოზიტიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ",- განაცხადა ვარჰეიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics