01:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 14:41:35, 844 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას - საქართველო ევროპაა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე  პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!" - წერს პრემიერი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics