|
2023-09-06 13:18:16, 666 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებაზე მუშაობა დაიწყო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) კომპანია ,,აბსოლუტ სერვისთან“ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტირებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და აბსოლუტ სერვისის დირექტორმა თედორე კუძიანიძემ მოაწერეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, საპროექტო სამუშაოები მოიცავს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ), სამიმოსვლო ბილიკებისა და სანიაღვრე სისტემის დაპროექტებას. რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სამომავლო პერსპექტივაში იქნება საქართველოში ერთადერთი აეროპორტი, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. „ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, უნდა მოერგოს ბოინგ 747 ხომალდს. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ქმნის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე. წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორი მანძილებიდან ახალი ავია-მიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ქუთაისის აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში - „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიაში“ არის ასახული. დოკუმენტის მიხედვით, დაგეგმილია ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესება, რისთვისაც იგეგმება ქუთაისის აეროპორტის მომსახურების არეალის გაზრდა. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (ადზ) სიგრძე კი 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების საშუალებას იძლევა. კომპანია ,,აბსოლუტ სერვისი“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონული ტენდერის საფუძველზე შეარჩია. კომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტი 6 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3 მილიონ 200 ათასი ლარია, რასაც აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)