03:41 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 21:56:11, 1150 ნახვა

პოლიტიკა
სახდეპი - მოვუწოდებთ მთავრობას, EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად იმუშაონ

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს იმუშავოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად.

"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ საკუთარ მომავალს ევროპასთან ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღწევად მკაფიო საგზაო რუკა მისცა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა აქტორს, გაერთიანდნენ და იმუშავონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად. საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს მდგარა ასე მწვავედ. ეს არის ის, რასაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საჯაროდ არაერთხელ გაუსვა ხაზი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე", - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics