20:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-31 12:18:58, 687 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბენ უოლესმა პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს გადადგომის წერილით უკვე მიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, არ შემცირდეს თავდაცვის ხარჯები.

„მე ვიცი, თქვენ მეთანხმებით, რომ ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ იმ დღეებს, როდესაც თავდაცვა მთავრობის მიერ განიხილებოდა, როგორც დისკრეციული ხარჯი და ეკონომია მიიღწეოდა დაცარიელებით“,- აღნიშნულია წერილში.

თავის მხრივ, რიში სუნაკმა ბენ უოლესს საპასუხო წერილი გაუგზავნა.

„თქვენ ემსახურებოდით ჩვენს ქვეყანას მთავრობის სამ ყველაზე მოთხოვნად თანამდებობაზე: თავდაცვის მდივანი, უსაფრთხოების მინისტრი და ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრი. მე სრულად მესმის გადადგომის თქვენი სურვილი მინისტრის მძიმე მოვალეობების რვა წლის შემდეგ“,- წერს სუნაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics