23:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 15:11:15, 1115 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ

ევროკავშირი უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის კიდევ 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარებას გაუგზავნის,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს საკუთარი სახელმწიფო.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის მცდელობას, შეაკეთოს, აღადგინოს და შეინარჩუნოს სახელმწიფო. დღეს ჩვენ უკრაინას ახალი 1.5 მილიარდი ევრო გადავუხადეთ, უფრო მეტი იქნება წელს და მის შემდეგ“, - წერს ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ათენში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics