06:25 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 12:37:23, 762 ნახვა

საზოგადოება
ონის მერის მოადგილე - შოვში კიდევ 5 დაკარგულს ეძებენ, სამძებრო სამუშაოები 36 ლოკაციაზე მიმდინარეობს

ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები,- ამის შესახებ ონის მერის მოადგილემ, ლევან შერაზადაშვილმა განაცხაა.

მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება.

"გუშინდლის შემდგე მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში. ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი - როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოებიმ",- განაცხადა შერაზადიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics