00:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 16:07:44, 735 ნახვა

მსოფლიო
„თალიბანმა“ ავღანეთში ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალა

ავღანეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა „თალიბანმა“ ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიის მოქმედება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

„თალიბანის" იუსტიციის მინისტრმა, აბდულ ჰაკიმ შარაიმ ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიათა საქმიანობა ისლამურ კანონებთან წინააღმდეგობაში მოდის.

"ავღანეთში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა კატეგორიულად აკრძალულია, ვინაიდან ისინი შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება. გარდა ამისა, ავღანეთის ხალხსაც არ სჭირდება ამ პარტიების საქმიანობა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იმავე პოზიციას იზიარებს ავღანელი პოლიტიკოსი, თორეკ ფარჰადი და აღნიშნავს, რომ პარტიებს მხოლოდ და მხოლოდ არეულობის გამოწვევა შეუძლიათ, რაც ქვეყანას არ სჭირდება.

"რამდენადაც პოლიტიკურად არაკორექტულად შეიძლება ჟღერდეს, პოლიტიკურ პარტიებს დღეს ავღანეთში არასაჭირო განხეთქილების შექმნა შეუძლიათ და ეს არის უკანასკნელი რამ, რაც ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა თორეკ ფარჰადიმ.

იქამდე, სანამ „თალიბანი“ სახელისუფლებო ბერკეტებს ხელში აიღებდა, ავღანეთში 70-ზე მეტი დიდი და მცირე პოლიტიკური პარტია ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.

კონტროლის მოპოვების შემდეგ „თალიბანს“ ხშირად ადანაშაულებენ გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, რის გამოც არაერთმა პოლიტიკოსმა თუ მედიის წარმომადგენელმა დატოვა ქვეყანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics