09:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 13:54:46, 650 ნახვა

საზოგადოება
თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ.

"პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება.

დევნილები და ეკომიგრანტები 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში  15 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ: 

• თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;

• გორი, სამების ქ. N1; 

• რუსთავი,  კოსტავას ქ. N20; 

• ქუთაისი,  აბაშიძის გამზ. N27; 

• ზუგდიდი,  აღმაშენებლის ქ. N106. 

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ  ელექტრონულ ფოსტაზეც -info@idp.gov.ge",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics