09:01 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 12:35:28, 698 ნახვა

საზოგადოება
ყიფშიძის N2-4-ის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე კეთილმოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-4-ში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების შედეგად, რეკრეაციული სივრცე 3 500 კვ.მ ფართობზე განახლდა. 

"დასრულებულ სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე  გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები. 

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი და მოეწყო ფიტნეს ზონა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდა ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. 

რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება 510 000 ლარს შეადგენს. 

საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, ადგილზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა",- ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics