11:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 12:26:45, 730 ნახვა

საზოგადოება
მღებრიშვილი შოვზე - ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს

ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შესამოწმებელია, დაახლოებით, 25-26%. 

"ინტენსიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი - მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, თუ რა კონკრეტულ ღონისძიებებზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი. მიმდინარეობს ამბროლაურამდე 18 სექტორად დაყოფილ რიონის კალაპოტში საძიებო სამუშაოები.

ეპიცენტრში დღეს ნანახი იქნა ავტომანქანა, რომელშიც ჩვენი ინფორმაციით, იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ დროისთვის კონკრეტულ ლოკაციებზე მიდის სამუშაოები. სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია, შემოწმებულია, დაარჩენილია, დაახლოებით, 25-26%, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ორი დღის განმავლობაში სრულად გადავამოწმებთ. ამის შემდეგ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები ანალიზის საფუძველზე. არავითარ შემთხვევაში მუშაობა არ წყდება. დღეს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა მინისტრთან",- განაცხადა მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics