10:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 21:27:46, 790 ნახვა

პოლიტიკა
არახამია აგვისტოს ომზე - ქართველები იყვნენ პირველები, მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა

დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან, - ასე გამოეხმაურა უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე, დავით არახამია აგვისტოს ომის 15 წლისთავს.

მისივე თქმით, ქართველები იყვნენ პირველები, რომლებმაც რუსულ აგრესიას გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა. 

"დღეს რუსეთის საქართველოზე თავდასხმიდან 15 წელი შესრულდა. დიახ, დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის ამ ომში და ქართველი ერი გმირულად იცავდა თავს ბოროტების იმპერიისგან! დიახ, დღეს ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარებისთვის ცივილიზებულ სამყაროს რუსეთის 2022 წლის ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ომი დასჭირდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართველები იყვნენ პირველი მსხვერპლი, ხოლო მაშინდელი ლიდერი სააკაშვილი პირველი პოლიტიკოსი, ვინც ამის შესახებ აფრთხილებდა ყველას და ეს საბედისწერო პროგნოზი სრულად ახდა და დღეს ყველა აღიარებს, რომ ქართველები და სააკაშვილი მაშინ მართლები იყვნენ და რომ დასავლეთი კი ცდებოდა, როცა ყურად არ იღო ეს გაფრთხილებები. 

ქართველები იყვნენ პირველები და მათ გაუძლეს და შეინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა! 
დღეს, უკრაინელები არა მხოლოდ გავუძლებთ, არამედ დავამარცხებთ სამყაროს მთავარ მტერს - პუტინს! და ეს ხდება ქართველი მებრძოლების მონაწილეობით და ეს მოუტანს მშვიდობას და ბედნიერებას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ჩვენთან ერთად მთელ ცივილიზებულ სამყაროს! 

დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ჩვენს ქვეყნებში ომი აღარასდროს იქნება!", - წერს არახამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics