17:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 10:18:18, 795 ნახვა

საზოგადოება
მერია - შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შეიზღუდება

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის ქვეშ, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება რამდენიმე ეტაპად შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, შეზღუდვა შეეხება დავით ბაქრაძის ქუჩის ნაწილს, სადაც ავტომანქანების  გადაადგილება შესაძლებელი იქნება მოძრაობის საპირისპირო მხარეს, დავით ბაქრაძის ქუჩიდან აკაკი ბელიაშვილის ქუჩის მიმართულებით.

"ასევე, შეიზღუდება გადაადგილება აკაკი ბელიაშვილიდან დავით ბაქრაძის ქუჩაზე  ჩამსვლელი ავტომანქანებისთვის, რომლებსაც მოძრაობა შეეძლებათ გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics