20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 17:52:45, 649 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო - ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

კობახიძე სამაშველო სამუშაოებში ჩართულ მაშველებს მადლობას უხდის.

"უმძიმესმა ტრაგედიამ შეძრა საქართველო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს და ჩვენს ქვეყანას.

მადლობას ვუხდი პოლიციელებს, მაშველებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად.

მადლობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართულ ყველა უწყებას. სამაშველო სამუშაოები გრძელდება და იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი",- ნათქვამია კობახიძის განცხადებაში, რომელიც მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics