|
2023-08-04 17:40:44, 581 ნახვა
საზოგადოება
ყიფშიძის N2-4-ის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე კეთილმოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყიფშიძის N2-4-ში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, რეკრეაციული სივრცე 3 500 კვ.მ ფართობზე განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ. "პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონა ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და სარწყავი სისტემები. სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი და მოეწყო ფიტნეს ზონა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსდა ძაღლების სასეირნო სივრცე, დაირგო ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. რეკრეაციული სივრცისა და სპორტული მოედნის პროექტის ღირებულება 510 000 ლარს შეადგენს. საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთად, ადგილზე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)