21:56 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-04 12:40:52, 621 ნახვა

საზოგადოება
რიჟვაძე - განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები, ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს

განუზომელია შოვში მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე და მასშტაბები. მთელი ქვეყანა შეძრა სტიქიის შედეგად გამოწვეულმა უბედურებამ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.

რიჟვაძე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდი გულისტკივილით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და ჩვენი ხალხის დიდ მწუხარებას.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მაშველები შეძლებენ დაკარგული ადამიანების პოვნას და გადარჩენას.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახალხო დღესასწაული "შუამთობა", რომელიც 5 აგვისტოს იყო დაგეგმილი, გადაიდო.

ვიზიარებ სრულიად საქართველოს ტკივილს. საკუთარ ოჯახებში მშვიდობით და უვნებლად დაბრუნებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს", - ნათქვამია თორნიკე რიჟვაძის განცხადებაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics