06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 09:41:26, 916 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ორ ბელარუსულ სამხედრო ვერტმფრენს პოდლასკის სავოევოდოს ტერიტორიაზე საჰაერო სივრცე არ დაურღვევია, ვარშავას კი ბრალდებები "ბელარუსის საზღვართან ძალებისა და საშუალებების შეგროვების კიდევ ერთი დასაბუთებისთვის სჭირდება". 

"თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის მხრიდან ობიექტური კონტროლის მონაცემებით არ ადასტურებს, შეტყობინებას "ერთმა ბებიამ თქვა" სტილში განიხილავს და აღნიშნავს, რომ არ მომხდარა საჰაერო სივრცის დარღვევა",- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 1-ელ აგვისტოს  პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორმა ბელარუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სასწავლო წვრთნების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. 

მომხდარის გამო, თავდაცვის მინისტრმა საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის ბრძანება გასცა. ინციდენტის შესახებ ეცნობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics