08:11 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 11:54:45, 1322 ნახვა

ეკონომიკა
6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა

საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა (+348 461 374 აშშ დოლარი). 

"2022 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია  + 661 999 720 (+57.9%)  აშშ დოლარით.

წელს, მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 1 009 112 957 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის 115%-ით აღდგენაა. 

2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +260 291 106 (+34.8%) აშშ დოლარით",- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics