12:01 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 19:27:18, 812 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია  ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც გახარია აღნიშნავს, "ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს".

"ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.

ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბათუმში განვითარებული მოვლენებიც - „ოკუპაციის შესახებ“ კანონის მიზანმიმართული დარღვევით რუსეთის მოქალაქეების შემოშვება - ოცნების მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია. 

ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს!, - წერს გახარია. 

შეგახსენებთ, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე შევიდა. საკრუიზო ლაინერის შესვლის გასაპროტესტებლად ბათუმის პორტთან აქცია დაიგეგმა და მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.

აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსეთის მოქალაქეების გამოსაყვანად მისულ ავტობუსს პორტთან არ უშვებდნენ. მოგვიანებით კი, ASTORIA GRANDE-ს დატოვება რუსეთის მოქალაქეებმა მაინც შეძლეს. ისინი პორტის ტერიტორიიდან სპეციალური მიკროავტობუსის საშუალებით გაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პორტში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები.

აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics