06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 09:31:44, 1152 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ICC-სთვის გადაცემის განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ომის დანაშაულის მტკიცებულებების ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის განკარგულება გასცა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, თეთრმა სახლმა უარი თქვა საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის სპეციფიკის განხილვაზე.

„რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყების დღიდან პრეზიდენტი ცხადი იყო: პასუხისმგებლობა უნდა დადგეს უკრაინაში ომის დანაშაულებისა და სისასტიკეების ჩამდენი და ხელშემწყობი პირების მიმართ. კონკრეტულად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობის რამე სპეციფიკის განხილვას“,- განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

Reuters-ის ცნობითვე, უკრაინის ხელისუფლების და დასავლეთის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები მკვლელობებისა და სიკვდილით დასჯის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის, იძულებითი დეპორტაციის, ბავშვების გატაცების, წამების, სექსუალური ძალადობისა და უკანონო დაკავების შესახებ.

შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics