02:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 17:02:42, 1087 ნახვა

საზოგადოება
საელჩო - ათენის არალეგალთა ბანაკში არეულობა მოხდა - საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში 26 ივლისს, ღამის 2 საათზე არეულობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, არეულობის გამო საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

"ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამირდალეზას ადმინისტრაციასთან. 

დაახლოებით, ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ.

საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა  -  მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები",- ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics