06:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 13:57:06, 1511 ნახვა

მსოფლიო
IMF - „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ, შესაძლოა, მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს

რუსეთის ფედერაციის მიერ "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხების" შეჩერებამ, შესაძლოა, გლობალურ ბაზარზე მარცვლეულის 10-15%-ით გაძვირება გამოიწვიოს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, IMF-ის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" იყო უკრაინიდან მარცვლეულის დიდი მარაგის გასატანად "ძლიერი ინსტრუმენტი", რაც სურსათზე ფასების ზეწოლას ამცირებდა.

"ჩვენ ჯერ კიდევ შეფასების პროცესში ვართ, მაგრამ მარცვლეულის ფასების 10%-დან 15%-მდე ზრდა გონივრული შეფასებაა",- თქვა გურინჩასმა.

ცნობისთვის, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ 17 ივლისს შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics