09:46 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 13:30:48, 1085 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ვახორციელებთ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 6 თვეში, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 31 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 173 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 12-ში. 

"საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 44 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30-ში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში  ინსპექტირება  83 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12-ში. სერტიფიკატი გააუქმდა 12 კომპანიას. ინსპექტირების პროცესი  სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.  

საანგარიშო პერიოდში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით,  143 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 6274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად",- ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics