|
2023-07-24 15:51:50, 1132 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და VISA–ს მხარდაჭერით ProdAct Community–ის ღონისძიება „გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“ გაიმართება
„საქართველოს ბანკი“ როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და VISA-ს მხარდაჭერით, ProdAct Community-ის ღონისძიება “გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში“ 26 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართება. ღონისძიებაზე სპიკერები ისაუბრებენ პროდუქტების მენეჯმენტზე, ფინტექ პროდუქტებისა და გადახდებისა მნიშვნელობაზე, თუ რა როლს ასრულებს გადახდები ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში. ასევე, განიხილავენ გადახდების გლობალურ ტრენდებს, ამ მიმართულებით შექმნილ ახალ პროდუქტებს და მათ სამომავლო განვითარებას. მოწვეულ სპიკერებს შორის არის „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner-ი ანი მამფორია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მიერ სულ ცოტა ხნის დანერგილ პროდუქტზე - ეგრევე 24/7- ზე ისაუბრებს. „მოხარული ვარ რომ სპიკერის როლში უნდა ვისაუბრო იმ ინოვაციურ პროდუქტზე, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ბანკებს შორის თანხის ეგრევე გადარიცხვას 24/7-ზე ხდის შესაძლებელს. ჩვენ, როგორც მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ვზრუნავთ, რათა გავაუმჯობესოთ მათი გამოცდილება, დაზოგონ დრო და მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისები. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ამ პროდუქტის შექმნა. გვინდა დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები, რომელიც გადავლახეთ პროდუქტის შექმნის პროცესში”- განაცხადა ანი მამფორიამ, „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის Product Owner-მა. ღონისძიებაზე სპიკერის რანგში ნათია გავარდაშვილი Visa Caucasus-ის ბიზნეს განვითარების ლიდერი ისაუბრებს ისეთ თემაზე როგორიცაა- გადახდის მოწინავე ტენდენციების შესწავლა (Exploring Cutting-Edge Payment Trend) სპიკერების გამოსვლის შემდეგ ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდება. მას მოდერატორობას ProdAct Community-ის წარმომადგენელი, ლუკა ლომსაძე გაუწევს. პანელის მონაწილეები კი იქნებიან:
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)