|
2023-07-23 13:24:13, 2176 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალები საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს
საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფესიული დღე სამხედრო საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა დასავლეთში საჩვენებელი სწავლებით, ხოლო აღმოსავლეთში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. "დასავლეთის სარდლობამ ამოცანაზე ორიენტირებული საინჟინრო წვრთნა „კოლხეთის ბარიკადი 2023“ ჩაატარა. „კოლხური ბარიკადი-2023” ორიენტირებული იყო საინჟინრო დაზვერვის, კონტრმობილურობის, მობილურობისა და სიცოცხლისუნარიანობის ოპერაციებზე. სწავლების განმავლობაში განხორციელდა დასავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის, მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულების ოცეულების ტაქტიკური ჯგუფების ერთობლივი მოქმედებები და სინქრონიზება. თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვა და დაკისრებული მოვალეობის მაღალხარისხიანად შესრულებისთვის ფასიანი საჩუქრები გადასცა. აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში პროფესიული დღე საზეიმოდ აღინიშნა. 31 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა. სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები, საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება "მხიარული სტარტებით’’ გაგრძელდა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღებაც დაათვალიერეს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)