04:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 12:42:47, 918 ნახვა

საზოგადოება
ალასანია - აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა? - მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა

აშშ-დან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან - ვინ დარჩა, უკაცრავად? მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედთან" ჟურნალისტებს უთხრა, ექსპრეზიდენტი გასინჯა "ყველამ, ვინც საჭირო იყო".

"ამერიკის შეერთებული შტატებიდან გვყავდა ექიმი, შვეიცარიიდან, გერმანიიდან. ვინ დარჩა, უკაცრავად? რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ უსათუოდ? ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოვიყვანეთ, გასინჯეს, ნახეს. აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები და ყველამ ნახა. აღარ ვიცი, ვინ უნდა გასინჯოს კიდევ. თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“,- ამბობს ალასანია.

ცნობისთვის, გუშინ, 19 ივლისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იქნება წინააღმდეგი, "სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics