17:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 15:29:42, 838 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პოლიტსაბჭოზე ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული საკითხი პარტიაში ჩატარებულ არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო, რაც შესრულდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იყო შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის და შესაბამისად, ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. პოლიტსაბჭოზე იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ახალგაზრდების საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქტიურად ხედავთ ტელეეკრანებზე, სხვადასხვა საკრებულოებში, საჯარო სივრცეებში, მიეცემათ შესაძლებლობა, თავად წარმართონ და იყვნენ წარმართველები, გადაწყვეტილებების მიმღებები "ნაციონალურ მოძრაობაში",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი განცხადებით, ირაკლი ფავლენიშვილი გენერალური მდივნის მოადგილის, ნიკოლოზ ჭურაძე კულტურული მემკვიდრეობის სამსახურის უფროსის, თათია ნიკოლაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ვანო მაღალაშვილი აღმასრულებელი მდივნის მოადგილის, გვანცა გაზდელიანი იურიდიულ სამსახურის უფროსის მოადგილის, ედო ჯავახიძე სამოქალაქო ინტეგრაციის მდივნის, ალექსანდრე კრევო ასათიანი საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილის, გიგი გიგიტელაშვილი სამდივნოს აპარატის უფროსის თანამდებობებს დაიკავებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics