18:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 15:31:40, 835 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - სააკაშვილს მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა - უნდა ითამაშოს მომაკვდავის როლი

მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა, სადაც უნდა ითამაშოს, მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა სახელმწიფო საქართველოს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის რადაში დარეგისტრირებულ მიმართვის პროექტს, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილი აღარ არის ავად, აღარ სჭირს დემენცია და დაიწყო გამოჯანმრთელება.

"კოლექტიური წერილი, რომელიც ევროპარლამენტარებმა გაკეთეს, სწორედ ერთი და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის. ოღონდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი - სააკაშვილი აღარ არის ავად, სააკაშვილს აღარ სჭირს დემენცია, სააკაშვილმა დაიწყო გამოჯანმრთელება. იგი გამოიჭრა, როგორც "ქვინის" ცნობილ სიმღერაშია, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარესზე გაიჭრა დ მას იმ წუთში მიუთითეს, რომ მისი ადგილი სარეცელზეა, სადაც უნდა ითამაშოს, მომაკვდავი, მოწამლული პრეზიდენტის როლი, რათა სახელმწიფო საქართველოს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

მანამდე, 44-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, სადაც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics