09:22 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 12:50:10, 588 ნახვა

საზოგადოება
გიორგაძე - „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ საქართველოს პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიღება, თავდაცვის ძალების უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლას განაპირობებს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვები, ვინაიდან ამ კოდექსის მიღება უმნიშვნელოვანესია და ეს არის ეროვნული ინტერესი, რადგან ის ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებასა და გაუმჯობესებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს ყველაფერი არის ეროვნული ინტერესი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და წინსვლას ჩვენი თავდაცვის ძალების, ვინაიდან ყველა რეფორმას და იმ პროგრესს რაც მიმდინარეობს და დაგეგმილია, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics