19:59 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 12:28:28, 823 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე ენმ-ზე - თვითონ გვეხმარებიან პარტიის ლიდერები, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს

ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის" შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება, რისი "კარგი გამოხატულებაც პარტიის შიგნით დაპირისპირებებია".

„რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და  შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი. 

„ნაცმოძრაობა“ მიდის დაღმა, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება, ეს არის მთავარი. ის შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაც იქნება არაჩვეულებრივი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. 

თანდათანობით თვითონ გვეხმარებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაში, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics