22:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 17:17:04, 1026 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე საგარეჯოს მოვლენებზე - ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ

როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საგარეჯოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ენმ-ის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც იუკნეიჩიენე აღნიშნავს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება სიძულვილის ენის დამსახურებაა, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან მოდის. 

"ნაჩვენებია ის, რასაც პრინციპში ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროპარლამენტში, ასევე რაც გაჟღერდა ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, სწორედ იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა პოლარიზაციას. პოლარიზაციას პოლიტიკურ სისტემაში, სიძულვილის ენას, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ამჟამინდელ სიტუაციაზე და ეს არის შედეგი ამგვარი ვითარებისა. ეს არ არის კარგი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს", - განაცხადა იუკნევიჩიენემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, დღეს საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics