22:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 14:20:58, 944 ნახვა

პოლიტიკა
საგარეჯოში, სადაც ენმ-ი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ადგილზე მივიდნენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ისროდნენ ქვებს და იგინებოდნენ.

"მოვიდნენ ქვებით. ჩვენ ვამბობთ, ეს ხალხი როგორ გავათავისუფლოთ საბანკო ოლიგარქიისგან. ახდევინებენ სამჯერ უფრო მეტს. 2018 წლიდან პენსია არ აუღია ქალბატონს და 1 600 ლარის ნაცვლად უნდა გადაიხადოს 4 500. ჩვენ ვამბობთ, რომ საბანკო ოლიგარქია უნდა დასრულდეს, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქია უნდა დასრულდეს. პენსიონერებს სვრიან ქვებს. ამას აკეთებენ სუს-ის "ნასედკები", საჯარო მოხელეები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პანიკაშია რუსული ოცნება. ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს. თუ დაგვხვდებიან ქვით, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხთან საუბარს... ამ ყველაფრის ორგანიზატორი არის სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი - მთავარი რუსი, იგივე ვახტანგ გომელაური",- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics