22:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 09:33:55, 893 ნახვა

პოლიტიკა
პოდოლიაკი - დავუმარცვლავ კობახიძეს - უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი

დავუმარცვლავ ირაკლი კობახიძეს - უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი და ამას "მეორე ფრონტის" გახსნასთან კავშირი არ აქვს.

"მე მინდა, რომ ნათლად და კონკრეტულად იყოს ნათქვამი - "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული სუბიექტები, იგივე ირაკლი კობახიძე რასაც აცხადებს, ეს არის პირდაპირი ტყუილი - არასდროს ყოფილა უკრაინის ხელისუფლება დაინტერესებული, რომ საქართველოს გაეხსნა. მე-2, მე-3 თუ მე-10 ფრონტი. მე დავმარცვლავ კობახიძისთვის - არ არის ტყუილი საჭირო. ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, უკრაინა არასდროს სთავაზობდა საქართველოს, გაეხსნა მეორე ფრონტი.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, დაბრუნებულიყო საქართველოში, იყო მისი პირადი სურვილი, დაბრუნებულიყო ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში. არავითარი სცენარი არ დამუშავებულა, რომ სააკაშვილი დაბრუნდებოდა საქართველოში და გაიხსნებოდა მეორე ფრონტი, ასეთი გეგმა არ ყოფილა",- განაცხადა პოდოლიაკმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, გუშინ, 5 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს "მეორე ფრონტის" გახსნისკენ მოუწოდებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics