16:23 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 14:23:18, 1145 ნახვა

საზოგადოება
ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობისთვის დაწესებული პასუხისმგებლობა მკაცრდება - პარლამენტმა კანონი მე-3 მოსმენით მიიღო

ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილული „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - ორ წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით ერთიდან სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics